Thumbnail

Cardi B-ს ნიგერიის მოქალაქეობა სურს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, ტვიტერის გვერდზე პოსტი გაავრცელა, რომელშიც ნიგერიის მოქალაქეობის მიღების სურვილი გამოთქვა. როგორც რეპერმა განმარტა, ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი მოკლეს.

► შეკითხვა, რომელსაც Cardi B დონალდ ტრამპს დაუსვამდა

► ნახეთ: Cardi B ბერნი სანდერსის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო

"სამწუხაროა, რომ დონალდ ტრამპი ამერიკელებს შიშში აცხოვრებს. ეს ყველაზე სულელური გადაწყვეტილება იყო, რაც მას აქამდე მიუღია. ნიგერიის მოქალაქეობის მიღებისთვის საბუთები უნდა შევავსო", - წერს ქარდი სოციალურ ქსელში.

ქარდის ამ პოსტს გამოეხმაურა ნიგერიის პრეზიდენტის მრჩეველი დიასპორის საკითხებში, აბიკე დაბირი:

"მოუთმენლად ველით, როდის მიგიღებთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი კარი მუდამ ღიაა შენთვის, დაო".

მუსიკოსი ნიგერიას დეკემბერში ესტუმრა. ის მსმენელების წინაშე Livespot X Festival-ზე წარდგა. არტისტი ქალაქ ლაგოსში ობოლთა თავშესაფარსაც ესტუმრა და იქ მყოფ ბავშვებსა და მომუშავე პერსონალს სხვადასხვა ნივთი მიუტანა.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული