Thumbnail

ნახეთ: ჰიპ ჰოპ გაერთიანება Griselda ტრეკის DR. BIRDS კლიპს ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანება Griselda მსმენელს კომპოზიციაზე DR. BIRDS გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ტრეკის პროდიუსერები Beat Butcha და Daringer არიან. კლიპის ავტორი კი რეჟისორი Hype Williams გახლავთ. ჩანაწერი ბუფალოელი არტისტების კოლაბორაციული ალბომის WWCD ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: Griselda ახალ ალბომს WWCD ავრცელებს  

Griselda Records ვესთსაიდმა და ქანვეიმ 2014 წელს ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში ჩამოაყალიბეს. ანდერგრაუნდ არტისტებმა 2016 წელს კოლექტივში მესამე წევრი, მათი ახლო მეგობარი Benny The Butcher აიყვანეს. თავდაპირველად რეპერები საკუთარ ნამუშევრებს თვითონვე ავრცელებდნენ, თუმცა, მათ მიმართ ინტერესის ზრდის შესაბამისად, "გრისელდამ" 2017 წელს ემინემის ლეიბლთან Shady გააფორმა კონტრაქტი, რომელიც მათი ალბომების დისტრიბუციას უზრუნველყოფს. ერთი წლის შემდეგ, ჯგუფი კიდევ ერთი ლეგენდარული მუსიკოსის, ჯეი ზის ლეიბლში Roc Nation გაწევრიანდა. 2019 წლის მიწურულს კოლეგებმა გაყიდვაში სადებიუტო კოლაბორაციული ალბომი WWCD ჩაუშვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული