Thumbnail

ლიამ გალაჰერი: სოლო კარიერა უნდა დავასრულო, რადგან ნოელი Oasis-ის აღდგენას მეხვეწება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Oasis-ის ყოფილმა წევრმა, ლიამ გალაჰერმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ მესამე ალბომის გამოშვების შემდეგ სოლო კარიერას დაასრულებს, რადგან მისი ძმა, ნოელი "ოაზისის" აღდგენას ეხვეწება.

► ლიამ გალაჰერი: ჩემს ძმას ქორწილში აუცილებლად დავპატიჟებ, რადგან დედამ მთხოვა

► ლიამ გალაჰერი: დარწმუნებული ვარ, რომ ნოელს აღარ ვუყვარვარ

"მესამე ალბომის გამოცემის შემდეგ სოლო კარიერის დასრულებას ვაპირებ, რადგან ჩემმა ძმამ, ნოელმა დამირეკა და მთხოვა, რომ 2022 წელს "ოაზისი" აღვადგინოთ", - წერს ლიამი.

"ოაზისი" 2009 წელს ძმების დაპირისპირების გამო დაიშალა. მათი უთანხმოება დღესაც არ დასრულებულა. მუსიკოსები ერთმანეთის მისამართით სოციალურ ქსელებსა თუ ინტერვიუებში შეურაცხმყოფელ და სარკასტულ განცხადებებს არ ერიდებიან.

ლიამ გალაჰერმა ძმასთან, ნოელთან ერთად ჯგუფი Oasis 1991 წელს შექმნა. 2 წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივის დაშლის შემდეგ ლიამმა "ოაზისის" სხვა წევრებთან ერთად ახალი როკ კოლექტივი Beady Eye ჩამოაყალიბა, რომელმაც 5 წელი იარსება. 2017 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი As You Were გამოუშვა, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. 2019 წელს არტისტმა მეორე სტუდიური ნამუშევარი Why Me? Why Not. გაავრცელა, რომელმაც ბრიტანეთში ოქროს სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული