ინტერნეტში ლეგენდარული მუსიკოსის, ქანიე ვესთის აქამდე გამოუქვეყნებელი ტრეკი No Problem გავრცელდა. კომპოზიციაში ქანიესთან ერთად მისი ახალგაზრდა ჩიკაგოელი კოლეგა Smokepurpp მონაწილეობს. რეპერებმა ჩანაწერზე 2018 წელს ითანამშრომლეს. ეს მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარია.
► ნახეთ: ქანიე ვესთის ალბომის Yeezus თავდაპირველი სახელწოდება
► ქანიე ვესთი: Sunday Service-მა გადამარჩინა
► მოუსმინეთ: Smokepurpp - What I Please Ft. Denzel Curry
ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.
სმოუქფარფმა კი მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 22 წლის ჩიკაგოელმა საუნდქლაუდ რეპერმა ამ დრომდე სადებიუტო ალბომი, ორი EP და ამდენივე მიქსტეიპი გაავრცელა.
კომენტარები