Thumbnail

არქივი: ქიშო გლუნჩაძე - ნუ მეტყვი უარს (1993)

popmusic 1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული სცენის ამსახველი საარქივო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მოღვაწე ქართველი არტისტების კონცერტებს, კლიპებს, ინტერვიუებსა და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებს შემოგთავაზებთ. 

1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისის ქართული ალტერნატიული მუსიკის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, ქიშო გლუნჩაძე და მისი ჯგუფი "ღვინო და ქალები ჰაშიშის წინააღმდეგ" 1993 წელს თბილისის ფილარმონიაში გამართული კონცერტის წინ რეპეტიციაზე სიმღერას "ნუ მეტყვი უარს" ასრულებენ.

► არქივი: ინტერვიუ ქიშო გლუნჩაძესთან (1994)

► ქიშო გლუნჩაძის 5 საყვარელი სიმღერა

ქიშო გლუნჩაძე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი რეჟისორ ალეკო ცაბაძის მიერ 1985 წელს გადაღებულ მხატვრულ ფილმში "ლაქა" მონაწილეობით გახდა. შემდგომ პერიოდში ის ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ავტორ-შემსრულებლად მოგვევლინა და უდიდესი როლი შეასრულა 1990-იანი წლების ქართული ალტერნატიული სცენის ჩამოყალიბებაში. მის მიერ შექმნილი სიმღერებიდან აღსანიშნავია: "ჭეშმარიტება", "ქრისტიანი", "მოგცემ შანსს", "მწვანე სათვალე", "ამ ნახტომს ვუძღვნი სიყვარულს" და სხვა. 1995 წლიდან მუსიკოსი ქალაქ ნიუ იორკში ცხოვრობს და საპროდიუსერო საქმიანობითაა დაკავებული. 

ქიშო გლუნჩაძის კონცერტი თბილისის ფილარმონიაში, 1993 წ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული