Thumbnail

ნახეთ: ჯგუფის R.E.M. ყოფილი ფრონტმენი, მაიკლ სტაიპი სინგლს Drive to the Ocean ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის R.E.M. ყოფილი ფრონტმენი, მაიკლ სტაიპი რიგით მეორე სოლო კომპოზიციას Drive to the Ocean და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ნამუშევარში კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის შესახებაა საუბარი.

მაიკლ სტაიპი საკულტო როკ ჯგუფის R.E.M. ერთ-ერთი დამაარსებელია. მუსიკოსს 3 გრემის მფლობელ კოლექტივთან ერთად 15 ალბომზე აქვს ნამუშევარი. 31-წლიანი არსებობის განმავლობაში ბენდმა მსოფლიო მასშტაბით 85 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. 2007 წელს სტაიპი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2011 წელს R.E.M. დაიშალა. 2019 წლის ოქტომბერში კი არტისტმა სადებიუტო სინგლი Your Capricious Soul გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული