Thumbnail

P!nk ავსტრალიელი მეხანძრეების დასახმარებლად $500,000 გადარიცხავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი P!nk ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობის ხელშესაწყობად 500,000 აშშ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ არტისტმა ტვიტერზე დაწერა.

"სრულიად განადგურებული ვადევნებ თვალს ავსტრალიაში შექმნილ ვითარებას. პირობას ვდებ, ადგილობრივი სახანძრო სამსახურების დასახმარებლად 500,000 დოლარს გადავრიცხავ", - წერს ფინქი სოციალურ ქსელში.

ავსტრალიაში ბოლო ათწლეულების ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა ხანძარმა, დღეის მონაცემებით, 24 ადამიანი და მილიონობით ცხოველი იმსხვერპლა. ამასთან, განადგურდა 6 მილიონი ჰექტარი ტყის მასივი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული