Thumbnail

ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კალიფორნიაში ოქროს გლობუსის 77-ე ცერემონია გაიმართა. დაჯილდოებაზე საუკეთესო სიმღერისა და მუსიკალური თემის კატეგორიებში წარდგენილი იყვნენ: ელტონ ჯონი, ბიონსე, ტეილორ სვიფტი, ტომას ნიუმენი, ჰილდურ გუდნადოტირი და სხვები. ღონისძიების დაწყებამდე მათ და სხვა სტუმრებმა ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე მოიყარეს თავი.

► ნახეთ: მუსიკოსების 10 გამორჩეული ჩაცმულობა 2019 წლის წითელი ხალიჩებიდან

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს დაჯილდოებაზე Women in Music

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს American Music Awards-ზე

Taylor Swift

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა არჩევანი იტალიური მოდის სახლის, Etro-ს კაბაზე შეაჩერა, რომელსაც Christian Louboutin-ის ფეხსაცმელები და Lorraine Schwartz-ის სამკაულები შეუხამა. 

Jennifer Lopez & Alex Rodriguez

Valentino-ს კაბაში გამოწყობილი ჯეილო, რომელიც ფილმ Hustlers-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის კატეგორიაში იყო წარდგენილი, ღონისძიებაზე საქმროსთან, ალექს როდრიგესთან ერთად მივიდა.

Beyoncé & Jay-Z

ბიონსე და ჯეი ზი წითელ ხალიჩაზე არ გამოჩენილან. მათ ცერემონიაზე ერთი საათით დააგვიანეს. შავი კაბა, რომელსაც ოქროსფერი სახელოები ამშვენებდა, ოქროს გლობუსის ერთ-ერთ საუკეთესო ჩაცმულობად დასახელდა.

Elton John & David Furnish

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ელტონ ჯონი, რომელმაც კინოსურათისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში ოქროს გლობუსი მიიღო, წითელ ხალიჩაზე ქმართან, დევიდ ფარნიშთან ერთად გამოჩნდა.

Billy Porter

ამერიკელმა მუსიკოსმა და მსახიობმა, ბილი პორტერმა კამერების წინ Alex Vinash-ის მიერ შექმნილი შლეიფიანი კოსტიუმით გაიარა.   

Nick Jonas & Priyanka Chopra

ჯგუფ Jonas Brothers-ის წევრი, ნიკ ჯონასი, რომელმაც ცერემონიისთვის Prada-ს შავი ატლასის კოსტიუმი მოირგო, წითელ ხალიჩაზე ცოლთან, მსახიობ პრიანკა ჩოპრასთან ერთად მივიდა.

Keith Urban & Nicole Kidman

დაჯილდოებაზე გამოჩნდა ახალზელანდიელი მუსიკოსი კით ურბანიც. ის ღონისძიებაზე ცოლს, მსახიობ ნიკოლ კიდმანს ახლდა, რომელიც ოქროს გლობუსის ერთ-ერთი ნომინანტი იყო.

Hildur Guðnadóttir

კინოსურათ Joker-ისთვის დაწერილი მუსიკალური თემის კატეგორიაში გამარჯვებული ისლანდიელი კომპოზიტორი, ჰილდურ გუდნადოტირი ცერემონიის შემდეგ ახლად მოპოვებული ჯილდოთი იწონებდა თავს. 

Thomas Newman & Anne Marie

ცნობილი კომპოზიტორი, ტომას ნიუმენი, რომელიც ფილმ 1917-სთვის შექმნილი ნაწარმოებებით ასევე საუკეთესო მუსიკალური თემის კატეგორიაში იყო ნომინირებული, ცერემონიაზე ცოლთან, ან მარისთან ერთად მივიდა. 

Cynthia Erivo

ბრიტანელმა მუსიკოსმა და მსახიობმა, სინტია ერივომ Thom Browne-ს შავ-თეთრი, ბრჭყვიალა კაბა მოირგო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული