Thumbnail

ჯენიფერ ლოპესი: იყო დრო, სტრიპტიზიორობაზე ვფიქრობდი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა პოპ მომღერალმა, ჯენიფერ ლოპესმა ჟურნალ W-სთან ინტერვიუში 2019 წელს ფილმში Hustlers სტრიპტიზის მოცეკვავის განსახიერება გაიხსენა. 50 წლის არტისტის თქმით, მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ამ პროფესიით მუშაობაზე ფიქრობდა.

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ჟურნალ GQ-ს ფოტოსესიაში

► 50 წლის ჯენიფერ ლოპესი Coach-ის სახე გახდა

"ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტი, როდესაც მეგობრები, რომლებიც ჩემსავით მოცეკვავეები იყვნენ, მიყვებოდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა ათასობით დოლარის გამომუშავება ნიუ ჯერსის კლუბებში. მათ მითხრეს, რომ ამისთვის გახდაც კი არ დამჭირდებოდა. მაშინ არაფერი მებადა და ყოველდღე პიცას ვჭამდი, მაგრამ იქ არასდროს მიცეკვია", - იხსენებს ჯეილო.

მომღერალმა გამოცემის მიერ მოწყობილ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ფოტოგრაფ იურგენ თელერის ობიექტივის წინაშე მან Alberta Ferretti-ის კაბითა და Gucci-ის ფეხსაცმელებით იპოზიორა. 

აღსანიშნავია, რომ კინოსურათში Hustlers შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის არტისტი 2020 წლის ოქროს გლობუსზე იყო წარდგენილი, თუმცა, გამარჯვება ვერ მოიპოვა. ჯეილო პირველად ამავე დაჯილდოებაზე 1997 წელს ფილმისთვის Selena მთავარი როლის კატეგორიაში იყო ნომინირებული. 

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული