Thumbnail

Foo Fighters ახალ ალბომზე მუშაობს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკული როკ ჯგუფი Foo Fighters ახალ, რიგით მეათე ალბომზე მუშაობს. ბენდმა სოციალურ ქსელში სტუდიიდან აუდიოჩანაწერი გაავრცელა.

► მოუსმინეთ: Foo Fighters-მა სტუდიური ჩანაწერი 00979725 გაავრცელა

► დეივ გროლი: Foo Fighters მამების როკს ქმნის

► მოუსმინეთ: Foo Fighters-მა სტუდიური ჩანაწერი 02050525 გაავრცელა

ჯგუფმა დღეისთვის ბოლო სტუდიური ალბომი Concrete and Gold 2017 წელს გაავრცელა.

Foo Fighters 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 12 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა. ბენდმა მსმენელებს 2017 წელს რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი Concrete and Gold შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული