Thumbnail

მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა ახალი წლის დადგომას 1 იანვარს აღნიშნავს. მუსიკოსების ნაწილი ამ დღესაც მუშაობს და კონცერტებს ატარებს, ნაწილი კი დატვირთული წლის შემდეგ დასვენებას არჩევს.

► ფოტოგალერეა: როგორ შეხვდნენ ცნობილი მუსიკოსები შობას

► ფოტოგალერეა: როგორ აღნიშნეს ცნობილმა მუსიკოსებმა მადლიერების დღე

ნახეთ ფოტოები, თუ როგორ შეხვდნენ ცნობილი შემსრულებლები ახალ წელიწადს:

Miley Cyrus

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა ახალ წელს იუთუბზე მისი ცხოვრების გასული ათი წლის შემაჯამებელი ვიდეოკოლაჟი ატვირთა და საახალწლო ნამცხვარზე სანთლები ჩააქრო.

BTS & Post Malone

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS და ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა Post Malone ტელეკომპანია ABC-ის საახალწლო კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. ტაიმს სკვერზე მყოფმა არტისტებმა 2019 წლის ბოლო წამები დაითვალეს და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

Jennifer Lopez

ჯეილო დღესასწაულებზე თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებული ფოტოებით. ამჯერად არტისტმა ოჯახური ფოტოსესია მოაწყო და სურათები ახალი წლის მისალოცი ბარათების სახით გაავრცელა.

Mariah Carey

მერაია ახალ წელს ოჯახურ გარემოში შეხვდა. არტისტმა შვილებთან ერთად ციგით ისრიალა, შემდეგ კი საღამოს კაბაში გამოეწყო და ბავშვების გარემოცვაში საახალწლო ფეიერვერკს უყურა.

Céline Dion

კანადელმა სუპერვარსკვლავმა სანტას ქუდი მოირგო და თაყვანისმცემლებს ბედნიერი წელი უსურვა. "მშვიდობას, ჰარმონიას, სიყვარულითა და მხიარულებით დატვირთულ დღეებს გისურვებთ", - დაწერა არტისტმა.

Justin Bieber

მომღერალი ჯასტინ ბიბერი ახალ წელს ცოლთან, მოდელ ჰეილი ბოლდუინთან ერთად კალიფორნიის მზიან სანაპიროზე შეხვდა.  

Madonna

საახალწლო დღეების გასატარებლად ოკეანის სანაპიროს მიაშურა ლეგენდარულმა მუსიკოსმა მადონამაც. არტისტი დღესასწაულს შვილების გარემოცვაში შეხვდა და არაერთი კადრი გაავრცელა ინსტაგრამზე. "ორი ტრავმის გათვალისწინებით ახალ წელს პოზიტიურად შევხვდი", - წერს მომღერალი.

P!nk

პოპვარსკვლავი ალიშა მორი, ფსევდონიმით P!nk, ახალ წელს ქმართან, კერი ჰარტთან და შვილებთან ერთად შეხვდა. 

John Legend

დღესასწაული ოჯახის გარემოცვაში აღნიშნა ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯონ ლეჯენდმაც. ის ჯერ უაიომინგის შტატში იმყოფებოდა, შემდეგ კი ცოლთან, ტელევარსკვლავ ქრისი თიგენთან და შვილებთან ერთად მზიან სანაპიროზე გადაინაცვლა.

Katy Perry

პოპვარსკვლავი კეტი პერი ახალ წელს საქმროსთან, მსახიობ ორლანდო ბლუმთან ერთად შეხვდა. "შუაღამის დადგომამდე დასაძინებლად დაწოლა ნიშნავს, რომ იცი, როგორ დაიწყო ახალი წელი სწორად", - წერს კეტი ინსტაგრამზე.

Kanye West

ჰიპ ჰოპ არტისტ ქანიე ვესთის ცოლმა, ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა ახალ წელს ინსტაგრამზე ქმართან ერთად გადაღებული სურათი გაავრცელა.

Lizzo

რეპერი მელისა ჯეფერსონი, ფსევდონიმით Lizzo, საახალწლო წვეულებაზე იმყოფებოდა, რომლის კადრებიც თაყვანისმცემლებს ინსტაგრამის მეშვეობით გაუზიარა.

Katie Melua

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა, ქეთი მელუამ ახალ წელს ბაბუასა და ძმასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული