Thumbnail

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ტექსტურ ვიდეოსთან ერთად ახალი კომპოზიცია Yummy გაავრცელა. ეს პირველი სოლო სინგლია, რომელიც მუსიკოსმა 2015 წლის შემდეგ გამოსცა. ჩანაწერი არტისტის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წელს ჩაეშვება.

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ჰიტები Baby, Never Say Never და Love Yourself შეასრულა

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა რეპერ Offset-ისთვის ნახატი შექმნა

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო.150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself,  Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული