Thumbnail

ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი დევიდ ფინჩერის ფილმისთვის Mank საუნდტრეკებს დაწერენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ინდასტრიალ როკ ჯგუფის, Nine Inch Nails-ის წევრები, ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი ცნობილი რეჟისორის, დევიდ ფინჩერის ახალი ფილმისთვის Mank საუნდტრეკებს დაწერენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Revolver ავრცელებს.

► ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა ფილმ Waves-ის საუნდტრეკების ალბომი გაავრცელეს

► მოუსმინეთ: ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა დევიდ ბოუის Life on Mars დააქავერეს

აღსანიშნავია, რომ არტისტებმა 2010 და 2014 წლებში ფინჩერის ფილმები The Social Network და Gone Girl გააფორმეს მუსიკალურად. რამდენიმე კვირის წინ კი Netflix-ის სერიალის Watchmen საუნდტრეკებზე დაასრულეს მუშაობა.

ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი 2005 წლიდან თანამშრომლობენ. 2010 წელს მუსიკოსებმა დევიდ ფინჩერის ფილმის The Social Network საუნდტრეკით ოსკარის მოგება მოახერხეს, 3 წლის შემდეგ კი ამავე რეჟისორის ნამუშევრისთვის The Girl with the Dragon Tattoo შექმნილი ჩანაწერით გრემის ჯილდო მიიღეს. 2016 წელს ატიკუს როსი რეზნორის პროექტს Nine Inch Nails შეუერთდა. 2018 წელს არტისტებმა ბენდის რიგით მეცხრე ალბომი Bad Witch გაავრცელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული