Thumbnail

კამილა კაბეიოს სიმღერის მოპარვაში ადანაშაულებენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

წარმოშობით კუბელ პოპვარსკვლავს, კამილა კაბეიოს კომპოზიციის მოპარვაში ადანაშაულებენ. სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ სიმღერა My Oh My, რომელსაც კამილა რეპერ DaBaby-სთან ერთად ასრულებს, ძალიან ჰგავს პერუში შექმნილი რეგეი ჯგუფის, Tierra Sur-ის 1992 წლის ტრეკს Llaman a la puerta.

► ნახეთ: კამილა კაბეიომ და DaBaby-მ ჯიმი ფელონის შოუში My Oh My შეასრულეს

► კამილა კაბეიო რასისტული პოსტების გამო ბოდიშს იხდის

► მოუსმინეთ: Camila Cabello ახალ ალბომს Romance ავრცელებს

კამილა კაბეიოს კომპოზიცია My Oh My მისი ბოლო ალბომის Romance ბონუს ტრეკია.

კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული "იქს ფაქტორის" მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. მან სადებიუტო სოლო ალბომი 2018 წელს გამოსცა. ჩანაწერის სინგლმა Havana მსოფლიოს წამყვან ჩარტებში პირველი პოზიცია დაიკავა. მასზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა კი იუთუბზე 736 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული