Thumbnail

ნახეთ: Travis Scott მოკლემეტრაჟიან ფილმს JACKBOYS ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ჰიუსტონელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტრევის სკოტმა მის მიერ ჩამოყალიბებული გაერთიანების JACKBOYS ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომის შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოაქვეყნა. მასთან ერთად 9-წუთიან ვიზუალურ ნამუშევარში ახალგაზრდა მუსიკოსები Sheck Wes, Don Toliver და Chase B მონაწილეობენ. ვიდეოში მაყურებელი ასევე ჩანაწერში შესულ კომპოზიციაზე Gang Gang გადაღებულ კლიპს იხილავს.

► მოუსმინეთ: Travis Scott-მა კომპილაციური ალბომი JACKBOYS გაავრცელა 

JACKBOYS ტრევისის მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფია, რომელშიც მასთან ერთად შექ უესი და დონ თოლივერი ერთიანდებიან. 2019 წლის მიწურულს კოლექტივმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული