Thumbnail

ნახეთ: Aphex Twin-მა მანჩესტერში გამართული კონცერტის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ინგლისელმა მუსიკოსმა, რიჩარდ ჯეიმსმა, სასცენო სახელით Aphex Twin, ქალაქ მანჩესტერში, ღამის კლუბში The Warehouse Project გამართული კონცერტის სრული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. ღონისძიება 20 სექტემბრით თარიღდება.

► მოუსმინეთ: Aphex Twin-ის გამოუცემელი ტრეკი Slo Bird Whistle გავრცელდა

► ნახეთ: Aphex Twin-მა ლონდონში ქართველი მუსიკოსის, HVL-ის კომპოზიცია დაუკრა

Aphex Twin თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად ითვლება. მან მოღვაწეობა ეისიდ ტექნოს ჟანრში დაიწყო. 1992 წელს კი სადებიუტო ალბომი Selected Ambient Works 85–92 გამოუშვა, რომელმაც მელომანთა და კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა.

1997 წელს გავრცელებულმა EP-მ Come to Daddy და 1999 წლის სინგლმა Windowlicker მუსიკოსი მსმენელთა ფართო მასებს გააცნო. 2001 წელს ჩაწერილი Drukqs-ის შემდეგ, არტისტს Aphex Twin-ის სახელით სტუდიური ალბომი არ გამოუცია. თუმცა, 2014 წელს ის თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრით Syro დაუბრუნდა, რომელმაც საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გრემის ჯილდო მოიპოვა. 2018 წლის 14 სექტემბერს კი მუსიკოსმა EP სახელად Collapse გაავრცელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული