Thumbnail

ქვიზი: ისტორიები ლეგენდარულ მუსიკოსებზე - მითია თუ სინამდვილე?

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

რონი ჯეიმს დიოს ხმით ჭიქის დამსხვრევა შეეძლო, მოცარტს კატასავით კნავილი უყვარდა, Stairway to Heavens-ს უკუღმა თუ დაუკრავთ, სატანის საგალობელს მოისმენთ, Pink Floyd-ის კონცერტის დროს მუსიკის ხმისგან ტბაში ყველა თევზი დაიხოცა - ლეგენდარული მუსიკოსების შესახებ გავრცელებული ამ ისტორიების ნაწილი სრული სიმართლეა, ნაწილი კი მითი.

► ნახე სხვა ქვიზები

ჩვენი ქვიზიც სწორედ ცნობილ შემსრულებლებთან დაკავშირებულ ლეგენდებს ეძღვნება. ინსტრუქცია მარტივია, ყურადღებით წაიკითხეთ შეკითხვა და გამოიცანით, მითია თუ სინამდვილე მასში მოთხრობილი ამბავი.

ფრედი მერკურიმ პრინცესა დაიანა მამაკაცის სამოსში გამოაწყო და დასალევად გეი ბარში წაიყვანა.

დიახ
არა
სწორია!
1980 წლის ერთ საღამოს ფრედი მერკურიმ, კომიკოსმა კენი ევერეტმა და პროდიუსერმა კლიო როკოსმა პრინცესა დაიანა მამაკაცის სამოსში გამოაწყვეს და გეი ბარში Royal Vauxhall Tavern ისე შეაპარეს, რომ არავის არაფერი უეჭვია.
არასწორია!

ჯონ ლენონმა და იოკო ონომ Deep Purple-ის კონცერტის ყველა ბილეთი შეიძინეს და ლეგენდარული როკ ჯგუფის შოუს მხოლოდ თავად დაესწრნენ.

ასეთი რამ არასდროს მომხდარა, მითი კი სავარაუდოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც 1972 წელს ლენონმა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო კონცერტის რამდენიმე ათასი ბილეთი შეიძინა.

მერილინ მენსონმა ქირურგების დახმარებით ორი ნეკნი ამოიღო, რათა ავტოფელაცია შეძლებოდა.

მერილინ მენსონმა ქირურგების დახმარებით ორი ნეკნი ამოიღო, რათა ავტოფელაცია შეძლებოდა.
დიახ
არა
არასწორია!
მენსონმა ეს მითი ჟურნალისტებთან საუბარში არაერთხელ უარყო. ავტობიოგრაფიაში კი ხუმრობით აღნიშნა, ავტოფელაცია რომ შემძლებოდა, ლეკვების გასატყავებლად დრო აღარ დამრჩებოდაო.

ნარკოტიკებით გაბრუებულმა დეივ გაანმა ჟურნალისტს ყელზე უკბინა, რათა ვამპირად გადაექცია.

ჟურნალისტ ენდრიუ პერის მტკიცებით, 1993 წელს, ერთ-ერთი კონცერტის დასრულების შემდეგ, Depeche Mode-ის ვოკალისტმა მას ყელზე უკბინა. თავად საკულტო შემსრულებლის თქმით, იმ პერიოდში მას თავი მართლაც ვამპირი ეგონა და კუბოს ფორმის საწოლშიც კი ეძინა. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ ასეთ ფაქტს ვერ იხსენებს, პერის სიტყვების სჯერა.

ფრენკ ზაპამ ერთ-ერთ კონცერტზე Bobby Brown Goes Down ზედიზედ იმდენჯერ დაუკრა, რომ დამსწრეთა უმრავლესობამ დარბაზი დატოვა. ამის შემდეგ, ლეგენდარულმა მუსიკოსმა გამოაცხადა, მშვენიერია, ცოტანი დავრჩით, ახლა ნამდვილი შოუ დაიწყებაო და სხვა სიმღერების შესრულებას შეუდგა.

მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. თუმცა, ზაპას ხასიათიდან გამომომდინარე, ეს მითი თავისუფლად შეიძლება, სინამდვილე ყოფილიყო.

კით რიჩარდსი პერიოდულად შვეიცარიაში მდებარე კლინიკას სტუმრობს, სადაც ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად ძველ სისხლს ახლით უცვლიან.

კით რიჩარდსი პერიოდულად შვეიცარიაში მდებარე კლინიკას სტუმრობს, სადაც ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად ძველ სისხლს ახლით უცვლიან.
დიახ
არა
არასწორია!
ეს მითი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 1973 წელს The Rolling Stones-ის გიტარისტი ჰეროინზე დამოკიდებულებასთან საბრძოლველად შვეიცარიაში მდებარე სარეაბილიტაციო კლინიკას ესტუმრა. თუმცა, როგორც თავად რიჩარდსი ირწმუნება, თერაპიისას ჰემოტრანსფუზია არ გამოუყენებიათ.

გარდაცვალების წინ ჯონ ბონემმა 40 ჭიქა არაყი დალია.

გარდაცვალების წინ ჯონ ბონემმა 40 ჭიქა არაყი დალია.
დიახ
არა
სწორია!
1980 წლის 25 სექტემბერს Led Zeppelin-ის დრამერი ამავე ჯგუფის გიტარისტის, ჯიმი პეიჯის სახლში ღებინებით გამოწვეული ასფიქსიით გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის წინ მას ერთ ლიტრზე მეტი არაყი ჰქონდა დალეული.

ოზი ოსბორნმა ერთ-ერთი კონცერტის მიმდინარეობისას ღამურას თავი მოაჭამა.

ოზი ოსბორნმა ერთ-ერთი კონცერტის მიმდინარეობისას ღამურას თავი მოაჭამა.
დიახ
არა
სწორია!
1982 წლის 20 იანვარს ქალაქ დე-მოინში გამართულ კონცერტზე ერთ-ერთმა მსმენელმა ოზის სცენაზე სავარაუდოდ მკვდარი ღამურა ესროლა. მუსიკოსს ის სათამაშო ეგონა და თავი მოაჭამა.

კურტ კობიეინი, 2Pac და The Notorious B.I.G. მეგობრები იყვნენ.

ამ ფოტომონტაჟის თავდაპირველ ვერსიაში სურათზე მხოლოდ The Notorious B.I.G. და კურტ კობეინი იყვნენ გამოსახული. მითი სამი მუსიკოსის მეგობრობის შესახებ კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც Nirvana-ს ბასისტმა, კრის ნოვოსელიჩმა იხუმრა, ფოტო ნამდვილია, მაგრამ ვიღაცამ მარჯვენა კუთხიდან 2Pac ჩამოჭრაო.

ელტონ ჯონი გორილას ფორმაში გამოეწყო და იგი პოპის კონცერტის მიმდინარეობისას სცენაზე აიჭრა.

1973 წლის დეკემბერში ელტონ ჯონმა ერთ-ერთ კლუბში The Stooges-ის მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, ჯგუფის მომდევნო შოუს გორილის ფორმაში გამოწყობილი დასწრებოდა. როგორც მოგვინებით გაირკვა, სცენაზე მოულოდნელად აჭრილმა პოპვარსკვლავმა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი იგი პოპი ძალიან შეაშინა.

ჯიმი ჰენდრიქსს კონცერტებზე LSD-ში ამოვლებული თავსახვევი ეკეთა, რათა დაკვრის დროს მოულოდნელად არ გამოფხიზლებულიყო.

ლეგენდარულ გიტარისტს კონცერტებზე მართლაც ხშირად ეკეთა თავსახვევი, თუმცა, ჰალუცინოგენების მიღებას უფრო ტრადიციული გზებით ამჯობინებდა.

პრინსმა მაიკლ ჯექსონის მანქანით გაჭყლეტა სცადა.

პრინსმა მაიკლ ჯექსონის მანქანით გაჭყლეტა სცადა.
დიახ
არა
სწორია!
ლეგენდარული პროდიუსერი, ქუინსი ჯონსი ამტკიცებდა, რომ 1983 წლის 20 აგვისტოს ჯეიმს ბრაუნის კონცერტზე მაიკლმა პრინსი ისე გაანაწყენა, რომ ეს უკანაკნელი ჯერ მოკვლით დაემუქრა, შემდეგ კი სცადა, მისთვის საკუთარი ლიმუზინით გადაევლო.

საკუთარი დაბადების დღის წვეულების დასასრულს, კით მუნი მანქანით საცურაო აუზში გადაეშვა.

ეს მითი The Who-ს დრამერმა თავად შეთხზა. მუსიკოსის მტკიცებით 1967 წლის 23 აგვისტოს, საკუთარ ოცდამეერთე დაბადების დღეს აუზში ახალთახალი “როლს-როისით“ გადაეშვა და ინციდენტის შედეგად კბილიც დაკარგა. თუმცა, წვეულებაზე დამსწრეთა თქმით, მუნმა კბილი მას შემდეგ მოიტეხა, რაც ტორტზე ფეხი აუსრიალდა და იატაკს დაენარცხა, აუზისა და მანქანის ისტორია კი მოგვიანებით მოიგონა.

Pink Floyd-ის წევრებს ალბომი The Dark Side of the Moon ფილმის "ოზის ჯადოქარი" საუნდტრეკად ჰქონდათ ჩაფიქრებული.

Pink Floyd-ის წევრებს ალბომი The Dark Side of the Moon ფილმის "ოზის ჯადოქარი" საუნდტრეკად ჰქონდათ ჩაფიქრებული.
დიახ
არა
არასწორია!
ჯგუფის დრამერის, ნიკ მეისონის თქმით, ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება. სისულელეა, სინამდვილეში ალბომი "მუსიკის ჰანგებისთვის" დავწერეთო, ხუმრობით აღნიშნა მუსიკოსმა.

პოლ მაკკარტნი ავტოავარიაში დაიღუპა, რის შემდეგაც The Beatles-ის შემადგენლობაში ლეგენდარული მუსიკოსის ადგილი მისმა ორეულმა დაიკავა.

პოლ მაკკარტნი ავტოავარიაში დაიღუპა, რის შემდეგაც The Beatles-ის შემადგენლობაში ლეგენდარული მუსიკოსის ადგილი მისმა ორეულმა დაიკავა.
დიახ
არა
არასწორია!
შეთქმულების თეორიის თანახმად, 1966 წლის 9 ნოემბერს ავტოკატასტროფაში დაღუპული მუსიკოსი ვინმე ბილი შირსით ჩაანაცვლეს. The Beatles-ის არაერთ თაყვანისმცემელს 77 წლის პოლ მაკკარტნი დიდი ხნის მკვდარი ჰგონია.

უკეთესადაც შეიძლებოდა!

შემდეგში ოდნავ მეტი ყურადღება და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგივა. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კარგი შედეგია!

როგორც ჩანს, საყვარელი შემსრულებლების ბიოგრაფიასაც კარგად იცნობ და ინტუიციაც მშვენიერი გაქვს.

შესანიშნავი შედეგია!

popmusic-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას.

კომენტარები

ბოლოს დამატებული