Thumbnail

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტრევის სკოტმა თავისი ლეიბლის Cactus Jack კომპილაციური ალბომი Jackboys გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერის გამორჩეული კომპოზიციაა Gang Gang, რომელშიც, თავად ტრევისის გარდა, მუსიკოსები: Sheck Wes, Don Toliver და Luxury Tax მონაწილეობენ.

► მოუსმინეთ: Travis Scott - Highest In The Room Ft. Rosalía, Lil Baby

► მოუსმინეთ: Travis Scott-მა კომპილაციური ალბომი JACKBOYS გაავრცელა

Cactus Jack ტრევისმა 2017 წლის დასაწყისში ჩამოაყალიბა. ლეიბლში ათამდე მუსიკოსია გაწევრიანებული.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული