Thumbnail

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტრევის სკოტმა კომპოზიციის Highest In The Room რემიქს ვერსია გაავრცელა. ჩანაწერში ესპანელი პოპვარსკვლავი Rosalía და ახალგაზრდა ატლანტელი რეპერი Lil Baby მონაწილეობენ. ტრეკი ტრევისის კომპილაციურ ალბომში JACKBOYS შედის, რომელიც დღეს გავრცელდა.

► მოუსმინეთ: Travis Scott-მა კომპილაციური ალბომი JACKBOYS გაავრცელა

► Travis Scott: ჩემი მუსიკა მხოლოდ ჰიპ ჰოპს არ მიეკუთვნება

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული