Thumbnail

მოუსმინეთ: Travis Scott-მა კომპილაციური ალბომი JACKBOYS გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, ტრევის სკოტმა კომპილაციური ალბომი JACKBOYS გაავრცელა. სტუდიურ ჩანაწერში თავად სკოტის გარდა, მის ლეიბლში Cactus Jack Records გაწევრიანებული არტისტები: Sheck Wes, Don Toliver და Chase B, ასევე, მოწვეული მუსიკოსები მონაწილეობენ.

► Travis Scott: ჩემი მუსიკა მხოლოდ ჰიპ ჰოპს არ მიეკუთვნება

Cactus Jack ტრევისმა 2017 წლის დასაწყისში ჩამოაყალიბა. ლეიბლში ათამდე მუსიკოსია გაწევრიანებული.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული