Thumbnail

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი გიორგი ქებურია, ფსევდონიმით Kay G, ახალ კომპოზიციას M.D.M.A. ავრცელებს. სინგლი შემსრულებლის მომავალ ალბომში Trauma '96 იქნება წარმოდგენილი. ნამუშევრის ინსტრუმენტალი თავად ქეი ჯის ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ M.D.M.A.-ს გარდა მუსიკოსმა ალბომის ორი კომპოზიცია '96 და Phoenix გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი სულ 7 ტრეკს გააერთიანებს. მისი გამოცემის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

► ნახეთ: Kay G - '96 Ft. Nick Green

► მოუსმინეთ: Kay G - Phoenix

გიორგი ქებურიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "5 ლარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით" და "260-6". 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან ერთად ისეთი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა". 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Apollo 11 გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული