Thumbnail

ბიზნესჟურნალმა Forbes ბოლო ათწლეულის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები დაასახელა. ათეულს ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი Dr. Dre 950 მილიონი აშშ დოლარით ლიდერობს. როგორც გამოცემა წერს, დრეს, რომელიც უკვე წლებია, შემოქმედებითი კუთხით არ აქტიურობს, შემოსავლის ძირითადი ნაწილი მის მიერ დაარსებული კომპანიიდან Beats Electronics აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მხოლოდ ერთი ჯგუფი - U2 მოხვდა.

► 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები

► ნახეთ: Forbes-მა 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჰიპ ჰოპ არტისტები დაასახელა

დეკადის ყველაზე მაღალშემოსავლიანი არტისტების ჩამონათვალი ასეთია:

1. Dr. Dre - $950 მლნ
2. ტეილორ სვიფტი - $825 მლნ
3. ბიონსე - $685 მლნ
4. U2 - $675 მლნ
5. Diddy - $605 მლნ
6. ელტონ ჯონი - $565 მლნ
7. Jay-Z - $560 მლნ
8. პოლ მაკკარტნი - $535 მლნ
9. კეტი პერი - $530 მლნ
10. ლედი გაგა - $500 მლნ

კომენტარები

ბოლოს დამატებული