Thumbnail

პატიმრობაში მყოფმა ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Kodak Black-მა ახალი კომპოზიცია Harriet Tubman გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის რიგით მესამე ალბომში Kill Bill იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2020 წელს გამოიცემა.

► 22 წლის Kodak Black-ს დამატებით 60 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

► Kodak Black-ს 4 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს

კოდაკ ბლექმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წელს კოდაკმა მსმენელს ოფიციალური მიქსტეიპი Heart Break Kodak შესთავაზა. იმავე წლის დეკემბერში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Dying To Live გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული