Thumbnail

Lil Wayne-ის თვითმფრინავიდან პოლიციამ იარაღი და კოკაინი ამოიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კერძო თვითმფრინავიდან, რომლითაც პოპულარულმა ლუიზიანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ლილ უეინმა კალიფორნიიდან მაიამის მიმართულებით იმგზავრა, სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და კოკაინი ამოიღეს.

► მოუსმინეთ: Lil Wayne - Cap & Grown

► Lil Wayne მარიხუანის ბიზნესში ერთვება

► Lil Wayne: დღესდღეობით ერთადერთ რეპერს ვუსმენ

გამოცემა Miami Herald-ის ცნობით, მაიამის პოლიციამ თვითმფრინავი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე Opa Locka-ს აეროპორტში გაჩხრიკა. რეპერის ადვოკატის, ჰოვარდ სრებნიკის თქმით, სამართალდამცველებს ლილ უეინი არ დაუკავებიათ. საქმის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. რეპერი კალიფორნიაში კლიპის გადასაღებად იმყოფებოდა.

ლილ უეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად Tha Carter III ითვლება, რომლის მთავარი კომპოზიცია Lollipop 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მუსიკოსის ახალი ნამუშევარი Tha Carter V ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის Cash Money Records-თან და მის დამფუძნებელ Birdman-თან კონფლიქტის გამო, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2018 წელს, უეინის ლეიბლზე Young Money Records იხილა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული