Thumbnail

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი გიორგი ქებურია, ფსევდონიმით Kay G, მომავალი ალბომის Trauma '96 პრომოუშენის ფარგლებში, კომპოზიციას '96 და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში რეპერი და პროდიუსერი ნიკოლოზ ვერძეული, ფსევდონიმით Nick Green მონაწილეობს. ნამუშევრის ინსტრუმენტალი თავად ქეი ჯის ეკუთვნის.

► მოუსმინეთ: Kay G - Phoenix

► ნახეთ: Kay G ახალი ალბომის Trauma '96 ინტროსა და ტრეკლისტს ავრცელებს

ალბომი სულ 7 კომპოზიციას გააერთიანებს. მისი გამოცემის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი ქებურიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "5 ლარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით" და "260-6". 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან ერთად ისეთი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა". 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Apollo 11 გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული