Thumbnail

ნახეთ: My Chemical Romance-მა 7-წლიანი პაუზის შემდეგ კონცერტი გამართა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა My Chemical Romance ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველი კონცერტი ჩაატარა. ლოს ანჯელესში გამართულ ღონისძიებაზე მუსიკოსებმა 20 კომპოზიცია, მათ შორის: Welcome to the Black Parade, I'm Not Okay (I Promise) და Helena შეასრულეს.

My Chemical Romance ნიუ ჯერსიში 2001 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი I Brought You My Bullets, You Brought Me Your Love გაავრცელა. ბენდს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Welcome to the Black Parade და Helena მოუტანა. 2013 წელს, 4 სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, კოლექტივი დაიშალა. 2019 წლის 31 ოქტომბერს მუსიკოსები ხელახლა შეიკრიბნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული