Thumbnail

მოუსმინეთ: Foo Fighters-მა ახალი სტუდიური ჩანაწერი "00979725" გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Foo Fighters ახალი EP სახელწოდებით 00979725 გაავრცელა. კოლექტივის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული ნამუშევარში სულ 6 კომპოზიციაა წარმოდგენილი, მათ შორის ბრიტანული ბენდის Killing Joke სიმღერის Requiem ქავერ ვერსია, ლაივ ჩანაწერები და ბი-საიდ ტრეკები.

► დეივ გროლი: Foo Fighters მამების როკს ქმნის

► მოუსმინეთ: Foo Fighters-მა ახალი სტუდიური ჩანაწერი 02050525 გაავრცელა

Foo Fighters 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 12 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა. ბენდმა მსმენელებს 2017 წელს რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი Concrete and Gold შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული