Thumbnail

ნახეთ: დოკუმენტური სერიალის Tekashi69 VS The World პირველი ეპიზოდი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მობილურმა აპლიკაციამ Snapchat პატიმრობაში მყოფი ჰიპ ჰოპ არტისტის, Tekashi 6ix9ine-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის Tekashi69 VS The World პირველი, 5-წუთიანი ეპიზოდი გაავრცელა. როგორც ცნობილია, პროექტის Vs The World პირველი სეზონი მთლიანად ტეკაშის ეთმობა და მის ისტორიას მოგვითხრობს - ბრუკლინში გატარებული ბავშვობიდან, კარიერული წარმატებების, დაკავებებისა და სასამართლო დავების ჩათვლით.

► Tekashi 6ix9ine-მა გამოძიებასთან ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც უნდა ითანამშრომლოს

გამოცემა Complex-ის პროდიუსირებით შექმნილ სურათში წარმოდგენილია ექსკლუზიური ინტერვიუები იმ ადამიანებთან, რომლებმაც სხვადასხვა დროს მუსიკოსთან ითანამშრომლეს, მათ შორის არიან DJ Akademiks და Tory Lanez.

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან, სასჯელის ვადის შემცირების იმედით, 2019 წლის იანვარში სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Blood არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებდა. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდა.

მუსიკოსს სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 13 თვე მას უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, თუ ვადაზე ადრე არ გათავისუფლდება, სიქსნაინი გისოსებს მიღმა 2020 წლის ნოემბრამდე დარჩება. ამის შემდეგ მას 5 წლით პირობითი სასჯელის მოხდა, 300 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჯარიმის სახით $35,000-ის გადახდა მოუწევს.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული