Thumbnail

ნახეთ: 50 Cent-მა თავის 7 წლის შვილს საშობაოდ სათამაშოების მაღაზია უქირავა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კურტის ჯექსონმა, ფსევდონიმით 50 Cent, ნიუ ჯერსიში თავის 7 წლის ბიჭუნას, სახელად საირს საშობაოდ სათამაშოების მაღაზია Toys "R" Us ორი საათით უქირავა. გამოცემა E! News-ის ცნობით, მუსიკოსმა $100,000 გადაიხადა იმისთვის, რომ ამ დროის განმავლობაში მაღაზიაში სათამაშოებთან მხოლოდ მისი შვილი დარჩენილიყო და იმით ეთამაშა, რითიც სურდა. 

► Bloomberg: ჩინეთის ხელისუფლების ბოტების ჯგუფს 50 Cent Army ჰქვია

"როდესაც მამაჩემს ვუთხარი, რომ საშობაოდ Toys"R"Us-ის ყველა სათამაშო მსურდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამას მართლაც შემისრულებდა. მადლობა, მამა. საუკეთესო შობა მაქვს", - დაწერა ბიჭუნამ სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ მაღაზიის შესასვლელში, იატაკზე თავად ბიჭუნას პორტრეტი იყო დახატული. 

View this post on Instagram

Did this just happen? #ToysRUs #BestChristmas 🙊🎄🎁✨

A post shared by Sire (@sire_jackson) on

50 Cent-მა მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. მას წარმატება სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა Get Rich оr Die Tryin' მოუტანა. 2003 წლიდან დღემდე ამ ნამუშევრის 14 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. 2015 წლის მიწურულს არტისტმა ბოლო ოფიციალური მიქსტეიპი The Kanan Tape გამოუშვა, რომლის წამყვანმა სინგლმა I'm the Man პლატინის სტატუსი მოიპოვა. სოლო შემოქმედების გარდა, 50 Cent პოპულარული ჰიპ ჰოპ გაერთიანებისა და ლეიბლის G-Unit-ის დამფუძნებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული