Thumbnail

ნახეთ: Lizzo-მ SNL-ში კომპოზიციები Good as Hell და Truth Hurts შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი რეპერი მელისა ჯეფერსონი, ფსევდონიმით Lizzo, ცნობილ სატელევიზიო შოუს Saturday Night Live ესტუმრა. არტისტმა გადაცემაში კომპოზიციები Good as Hell და Truth Hurts შეასრულა. სინგლები ლიზოს რიგით მესამე ალბომში Cuz I Love You შედის, რომელიც გაყიდვაში 19 აპრილს ჩაეშვა.

► ნახეთ: Lizzo-მ AMA 2019-ზე კომპოზიცია Jerome შეასრულა

► Lizzo-ს კურიერმა უჩივლა, რომელსაც არტისტი საკვების მოპარვაში ადანაშაულებდა

არტისტმა მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ამდენივე EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. ჯეფერსონი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული