Thumbnail
ფოტო: popmusic

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გიორგი ქებურიამ, ფსევდონიმით Kay G, ახალი კომპოზიცია Phoenix გაავრცელა. ტრეკი, რომლის ინსტრუმენტალის ავტორი Moodyboy-ა, ქეი ჯის მომავალ სტუდიურ ჩანაწერში Trauma '96 იქნება წარმოდგენილი.

► ნახეთ: Kay G ახალი ალბომის Trauma '96 ინტროსა და ტრეკლისტს ავრცელებს

 მოუსმინეთ: Kay G - Mucho ReKK

ალბომი სულ 7 კომპოზიციას გააერთიანებს. მისი გამოცემის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი ქებურიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "5 ლარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით" და "260-6". 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან ერთად ისეთი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა". 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Apollo 11 გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული