Thumbnail

ნახეთ: Gucci Mane - She Miss Me Ft. Rich The Kid

ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, რადრიკ დევისი, ფსევდონიმით Gucci Mane, ახალ კომპოზიციას She Miss Me და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ნამუშევარს მუსიკოსი რეპერ Rich The Kid-თან ერთად ასრულებს. ტრეკი გუჩი მეინის მიქსტეიპში East Atlanta Santa 3 არის წარმოდგენილი, რომელიც 20 დეკემბერს გამოიცა.

► მოუსმინეთ: Gucci Mane ახალ მიქსტეიპს East Atlanta Santa 3 ავრცელებს

► ნახეთ: Gucci Mane - Jingle Bales

რადრიკმა, რომელიც ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთი პიონერია, მუსიკალური კარიერა ადრეულ 2000-იანებში დაიწყო. არტისტის საუკეთესო ნამუშევრად 2016 წელს გამოშვებული ალბომი Everybody Looking ითვლება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული