Thumbnail

ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა კომპოზიცის I'll Come Too კლიპი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯეიმს ბლეიკმა კომპოზიციაზე I'll Come Too შექმნილი კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლში ტელეკომპანია BBC One-ის დოკუმენტური სერიალიდან Planet Earth კადრებია გამოყენებული. ტრეკი არტისტის ბოლო ალბომში Assume Form არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2019 წლის დასაწყისში ჩაეშვა.

► ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა ბილი აილიშის სიმღერა When the Party's Over შეასრულა

► ჯეიმს ბლეიკი: თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი

მუსიკოსმა I'll Come Too ასევე ჯიმი ფელონის შოუში შეასრულა.

 ჯეიმს ბლეიკმა მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ ცნობილ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ქენდრიქ ლამარი, ბიონსე, ფრენკ ოუშენი და სხვები. 2013 წელს მისმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Overgrown მერკურის პრიზი მოიგო. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული