Thumbnail

ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა Aqua-ს ჰიტი Barbie Girl შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯეიმს ბლეიკმა ლოს ანჯელესში გამართულ კონცერტზე დანიურ-ნორვეგიული ჯგუფის Aqua ჰიტის Barbie Girl ქავერ ვერსია შეასრულა. აღსანიშნავია, რომ არტისტი ამჟამად ამერიკულ ტურნეში იმყოფება.

► ნახეთ: James Blake-მა კომპოზიცია Are You in Love? შეასრულა

► ნახეთ: James Blake-მა კლიპი Can't Believe the Way We Flow გაავრცელა

ჯეიმს ბლეიკმა მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ ცნობილ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ქენდრიქ ლამარი, ბიონსე, ფრენკ ოუშენი, ტრევის სკოტი და სხვები. 2013 წელს მისმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Overgrown მერკურის პრიზი მოიგო. ჯეიმსის ბოლო ჩანაწერი Assume Form გრემიზე საუკეთესო ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში იყო ნომინირებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული