Thumbnail

კამილა კაბეიო რასისტული პოსტების გამო ბოდიშს იხდის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

წარმოშობით კუბელ პოპვარსკვლავ, კამილა კაბეიო წარსულში გამოქვეყნებული რასისტული პოსტების გამო ბოდიშს იხდის. მისი თქმით, მაშინ საკმარისი განათლება არ ჰქონდა და თავის ქმედებას ვერ აცნობიერებდა.

► ნახეთ: კამილა კაბეიომ და DaBaby-მ ჯიმი ფელონის შოუში My Oh My შეასრულეს

► მოუსმინეთ: Camila Cabello ახალ ალბომს Romance ავრცელებს

► ნახეთ: კამილა კაბეიო კლიპს Living Proof ავრცელებს

"ბევრად პატარა ვიყავი. ძალიან მრცხვენია და ყოველთვის ვინანებ იმას, რასაც ვაკეთებდი. გაუნათლებელი და უმეცარი ვიყავი. ახლა ზრდასრული ადამიანი ვარ, ვიცი ისტორია და მესმის, რა ტკივილი მოაქვს დაუფიქრებელ სიტყვებსა და სიძულვილის ენას. მაშინაც მოვიბოდიშე და ახლაც ვითხოვ პატიებას. შეგნებულად არავის არასდროს მივაყენებდი ზიანს. როგორც არ უნდა მინდოდეს, დროს ვერ დავაბრუნებ და ვერ შევცვლი იმას, რასაც წარსულში ვაკეთებდი", - წერს კამილა ტვიტერზე.

ამ განცხადებას წინ უძღოდა ინტერნეტმომხმარებლების მიერ კამილას რასიზმის შემცველი პოსტების გავრცელება, რომლებიც მომღერალმა პლატფორმა Tumblr-ზე 2012-13 წლებში გამოაქვეყნა. 

კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული "იქს ფაქტორის" მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. მან სადებიუტო სოლო ალბომი 2018 წელს გამოსცა. ჩანაწერის სინგლმა Havana მსოფლიოს წამყვან ჩარტებში პირველი პოზიცია დაიკავა. მასზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა კი იუთუბზე 736 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული