Thumbnail

ნახეთ: Kay G ახალი ალბომის Trauma '96 ინტროსა და ტრეკლისტს ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ჰიპ ჰოპ არტისტმა გიორგი ქებურიამ, ფსევდონიმით Kay G, მომავალი სტუდიური ალბომის Trauma '96 ინტრო და ტრეკლისტი გაავრცელა. ჩანაწერში სულ 7 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი, რომელთაგან ექვსის პროდიუსერი გიორგი თავად გახლავთ. ჩანაწერის გამოცემის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 მოუსმინეთ: Kay G - Mucho ReKK

► ნახეთ: Kay G - მესამე დღე

ნამუშევრის ტრეკლისტი ასე გამოიყურება:

1. Intro
2. Phoenix (prod. Moodyboy)
3. 96 Feat. Nick Green
4. Ocd
5. ---------- Feat. SF-X
6. M.D.M.A.
7. Plan B Feat. N.AA

გიორგი ქებურიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "5 ლარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით" და "260-6". 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან ერთად ისეთი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა". 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Apollo 11 გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული