Thumbnail

ნახეთ: Chance the Rapper-მა ძმასთან, ტეილორთან ერთად კომპოზიცია Roo შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გრემის მფლობელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯონათან ბენეტმა, ფსევდონიმით Chance The Rapper, ჯეიმს კორდენის ღამის შოუს წამყვანის როლი მოირგო. გადაცემის მუსიკალურ ნაწილში მან უმცროსი ძმა, რეპერი Taylor Bennett მიიწვია, რომელთან ერთადაც თავის სადებიუტო ალბომში The Big Day შესული ტრეკი Roo შეასრულა. 

► ნახეთ: Chance The Rapper კლიპს Hot Shower ავრცელებს

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ძმები ერთობლივი კომპოზიციით სატელევიზიო ეთერში გამოჩნდნენ. 

ჯონათან ბენეტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში სადებიუტო ალბომი The Big Day, ასევე, ოფიციალური მიქსტეიპები 10 Day, Acid Rap და Coloring Book შედის. არტისტის კოლეგების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ბენეტი ლეიბლებთან კონტრაქტის გაფორმებას ჯერჯერობით არ გეგმავს. 2017 წლის გრემის დაჯილდოებაზე ახალგაზრდა მუსიკოსის ნამუშევარმა Coloring Book წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული