Thumbnail

ნიკ ქეივი: გეტყვით, რა პრობლემები შემიქმნა ნარკოტიკებმა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულ ავსტრალიელ მუსიკოსს, ნიკ ქეივს თავის ვებგვერდზე The Red Hand Files ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა, ინგლისის ქალაქ ლიდსის მაცხოვრებელმა, სახელად ქრეიგმა კითხვა გაუგზავნა - უგრძნია თუ არა თავი ფხიზელ მდგომარეობაში ისევე, როგორც ნარკოტიკული საშუალებების მიღების დროს.

► ნიკ ქეივი: PJ Harvey რომ დამშორდა, გაოცებისგან კინაღამ შპრიცი დამივარდა

► ნიკ ქეივმა წერილი მისწერა თაყვანისმცემელს, რომელსაც დედა ტერორისტმა მოუკლა

► ნიკ ქეივი 16 წლის გოგონას: შენ არ ხარ ერთადერთი, ვისაც სარკე მტერი ჰგონია

"ქრეიგ, დარწმუნებული არ ვარ, რომ სიფხიზლეში მიმიღწევია ნარკოტიკული თრობის მსგავსი მდგომარეობისთვის. თუმცა, შემიძლია, გითხრა, რომ არც ის სისუსტე და უმწეობა გამომიცდია, რაც ნარკოტიკების მიღებამ მომიტანა - ძალადობა პოლიციის განყოფილებებში, უუნაროდ ყოფნა სარეაბილიტაციო ცენტრებში, სიკვდილისპირა მდგომარეობა, სუიციდური ფიქრები, რუტინად ქცეული ზედოზირება, შემცირებული მოტივაცია, ძვლებში მტვრევა, ჩარლზ ბუკოვსკის სიყვარული, სიხარულის შეგრძნების დაკარგვა, ცხოველის მენტალობა, მკვდარი მეგობრები, დანგრეული ურთიერთობები, გამონაყარი, ავარიები, ფსიქოზი, კვებითი დარღვევები, შემოქმედებითი იმპოტენცია, დროის ფლანგვა, უემოციო სიმღერა, სისულელეების ლაყბობა, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები. იქამდე მივედი, რომ დედაჩემს დაბადების დღის მისალოცადაც არ ვურეკავდი. სიყვარულით, ნიკი", - უპასუხა ნიკ ქეივმა თაყვანისმცემელს.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული