Thumbnail

ნახეთ: Babymetal-მა კომპოზიციაზე DA DA DANCE ვიდეოკლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

იაპონურმა კავაი მეტალ ბენდმა Babymetal კომპოზიციაზე DA DA DANCE ვიდეოკლიპი გადაიღო. სინგლი მუსიკოსების რიგით მესამე ალბომში METAL GALAXY შედის, რომელიც გაყიდვაში 11 ოქტომბერს ჩაეშვა. ჩანაწერში გრემის მფლობელი იაპონელი არტისტი, ტაკ მაცუმოტო მონაწილეობს.

► ნახეთ: Babymetal - Shanti Shanti Shanti

► ნახეთ: Babymetal სიმღერის Elevator Girl საკონცერტო ჩანაწერს ავრცელებს

"ბეიბიმეტალი" 2010 წელს იაპონიაში ჩამოყალიბდა. გოგონების შემოქმედება ჰევი მეტალს, ჯეიპოპსა და დეს მეტალს აერთიანებს. პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს Metal Hammer მფლობელ პროექტს განსაკუთრებული წარმატება 2016 წელს რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Metal Resistance მოუტანა, რომელმაც ბილბორდის ჩარტის პირველი პოზიცია დაიკავა. ჯგუფის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციებად Gimme chocolate, Megitsune და Karate ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული