Thumbnail

ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა ფილმ Waves-ის საუნდტრეკების ალბომი გაავრცელეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ინდასტრიალ როკ ჯგუფის, Nine Inch Nails-ის წევრებმა, ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა ფილმ Waves-ის საუნდტრეკების ალბომი გაავრცელეს. კინოსურათი, რომლის რეჟისორიც ტრეი ედვარდ შულცი გახლავთ, ნოემბერში გამოვიდა. სტუდიურ ჩანაწერში სულ 14 კომპოზიციაა წარმოდგენილი.

► მოუსმინეთ: ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა დევიდ ბოუის Life on Mars დააქავერეს

► ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა Watchmen-ის საუნდტრეკების ალბომი გაავრცელეს

ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი 2005 წლიდან თანამშრომლობენ. 2010 წელს მუსიკოსებმა დევიდ ფინჩერის ფილმის The Social Network საუნდტრეკით ოსკარის მოგება მოახერხეს, 3 წლის შემდეგ კი ამავე რეჟისორის ნამუშევრისთვის The Girl with the Dragon Tattoo შექმნილი ჩანაწერით გრემის ჯილდო მიიღეს. 2016 წელს ატიკუს როსი რეზნორის პროექტს Nine Inch Nails შეუერთდა. 2018 წელს არტისტებმა ბენდის რიგით მეცხრე ალბომი Bad Witch გაავრცელეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული