Thumbnail

მოუსმინეთ: Fout Tet-მა Skrillex-ის Midnight Hour კომპოზიციის რემიქსი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა არტისტმა Four Tet ამერიკელი დიჯეისა და პროდიუსერის Skrillex, გერმანელი ელექტრონული მუსიკოსის Boys Noize და არენბი შემსრულებელის Ty Dolla Sign კომპოზიციის Midnight Hour რემიქს ვერსია გაავრცელა.

► მოუსმინეთ: Four Tet-მა ახალი ლაივ ალბომი გაავრცელა

► მოუსმინეთ: Four Tet - Dreamer

კიერან ჰებდენმა, სასცენო სახელით Four Tet, მუსიკალური კარიერა 1995 წელს პოსტ როკ ბენდის Fridge შემადგენლობაში დაიწყო. მისი სადებიუტო სოლო ნამუშევარი Double Density კი 1997 წელს გამოვიდა. პროდიუსერი ფსევდონიმით Four Tet 1998 წლიდან მოღვაწეობს. ის ბრიტანული ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. არტისტმა ბოლო სტუდიური ალბომი New Energy საკუთარ ლეიბლზე Text Records 2017 წელს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული