Thumbnail

ნახეთ: კამილა კაბეიომ და DaBaby-მ ჯიმი ფელონის შოუში My Oh My შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

წარმოშობით კუბელმა პოპვარსკვლავმა, კამილა კაბეიომ და ჩრდილოკაროლინელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯონათან კირკმა, ფსევდონიმით DaBaby, ჯიმი ფელონის ღამის შოუში კომპოზიცია My Oh My შეასრულეს.

► მოუსმინეთ: Camila Cabello ახალ ალბომს Romance ავრცელებს

► ნახეთ: კამილა კაბეიო კლიპს Living Proof ავრცელებს

კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული "იქს ფაქტორის" მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. მან სადებიუტო სოლო ალბომი 2018 წელს გამოსცა. ჩანაწერის სინგლმა Havana მსოფლიოს წამყვან ჩარტებში პირველი პოზიცია დაიკავა. მასზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა კი იუთუბზე 839 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული