Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ჰიტები Baby, Never Say Never და Love Yourself შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელი პოპვარსკვლავის, ჯასტინ ბიბერისა და მისი ცოლის, ჰეილი ბოლდუინის კურატორობით ლოს ანჯელესში საქველმოქმედო არტ-აუქციონი The Biebers x LIFT LA x Inner-City Arts გაიმართა. ღონისძიებაზე არტისტმა თავისი ჰიტები Baby, Never Say Never და Love Yourself შეასრულა. პერფორმანსის მიმდინარეობისას მას პოპულარული მუსიკოსი, ჯეიდენ სმიტი შეუერთდა.

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა რეპერ Offset-ისთვის ნახატი შექმნა

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ჰეილი ბოლდუინს საკუთარი ხელით შექმნილი სამკაული აჩუქა

► ჯასტინ ბიბერი: რასისტულ სიტყვებს გაუნათლებლობის გამო ვამბობდი

ღონისძიებაზე მიწვეული იყო მილიარდერი კაილი ჯენერი, რომელმაც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული მიმის Rise and Shine მელოდია წაიმღერა.

აუქციონზე წარმატებული დიზაინერებისა და ხელოვანების: ვირჯილ აბლოს, პაბლო დონას, Dalek-ის, Pref-ის და სხვების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. შემოსული თანხა წინასაშობაოდ ლოს ანჯელესში მცხოვრებ ღარიბ ოჯახებს გადაერიცხება.

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო.150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself,  Sorry და Baby მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული