Thumbnail

ნახეთ: ჯგუფმა The Voidz დევიდ ბოუისა და Queen-ის ჰიტი Under Pressure დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკულმა ჯგუფმა The Voidz ლოს ანჯელესში გამართულ დახურულ კონცერტზე ლეგენდარული ბენდის, Queen-ისა და ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის კომპოზიცია Under Pressure დააქავერა. სიმღერა The Voidz-მა ამერიკული კოლექტივის, Haim-ის წევრთან, დენიელ ჰაიმთან ერთად შეასრულა.

► მოუსმინეთ: The Voidz - Did My Best

კომპოზიციის ორიგინალი ვერსია 1981 წელს სინგლის სახით გამოიცა. ერთი წლის შემდეგ კი "ქუინის" რიგით მეათე სტუდიურ ალბომში Hot Space შევიდა. გამოცემა Rolling Stone-მა ტრეკი ყველა დროის საუკეთესო კოლაბორაციულ ნამუშევრებს შორის მეორე ადგილზე დაასახელა.

The Voidz ჯულიან კასაბლანკასმა 2013 წელს ჩამოაყალიბა. 2014 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Tyranny გამოსცა, რომელმაც კრიტიკოსებსგან დადებითი შეფასება დაიმსახურა. ბენდის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: Human Sadness, Where No Eagles Fly და Leave It In My Dreams.

კომენტარები

ბოლოს დამატებული