Thumbnail

არქივი: ლადო ბურდული - გატეხილი სახეების მოწმენდილი ცა (1990)

popmusic 1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული სცენის ამსახველი საარქივო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მოღვაწე ქართველი არტისტების კონცერტებს, კლიპებს, ინტერვიუებსა და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებს შემოგთავაზებთ. 

ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი პიონერის, ლადო ბურდულის კომპოზიციაზე "გატეხილი სახეების მოწმენდილი ცა" გადაღებული ვიდეოკლიპი. 

ლადო ბურდული - გატეხილი სახეების მოწმენდილი ცა (1990)

🔻 popmusic აგრძელებს 1990-იან წლებში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების ამსახველი საარქივო მასალების გამოქვეყნებას. 🎸ნახე ლადო ბურდულის კომპოზიციაზე "გატეხილი სახეების მოწმენდილი ცა" გადაღებული მუსიკალური ვიდეო. #არქივი

Posted by popmusic on პარასკევი, 13 დეკემბერი, 2019

ლადო ბურდულმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1980-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი მუსიკალური პროექტი ჯგუფ "კომენდანტის საათის" წევრებთან ერთად შექმნილი "ურჩხული" იყო. 1987 წელს ლადომ ჯგუფი "რეცეპტი" ჩამოაყალიბა, რომელშიც მასთან ერთად ზაზა სახამბერიძე, ვოვა ვარდანიანი და კახა გუგუშვილი შედიოდნენ. მათ მოგვიანებით შალვა ხახანაშვილი და სანდრო კაპანაძე დაემატნენ. კოლექტივის მუსიკალურ მიმართულებას პანკ როკის, გოთიკისა და პოსტ პანკის ნაზავი წარმოადგენდა.

1992 წელს "რეცეპტის" დაშლის შემდეგ, ლადო ბურდულმა სოლო კარიერა დაიწყო. 1993 წელს კი მისი პროდიუსირებით ირაკლი ჩარკვიანის სადებიუტო ალბომი Svan Songs გამოვიდა. მუსიკოსი დღემდე აქტიურად მოღვაწეობს და ჩანაწერების გამოცემას აგრძელებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული