Thumbnail

მუსიკალური კლიპი, რომელმაც ბოლო 10 წელიწადში იუთუბზე ყველაზე მეტი ნახვა დააგროვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

იუთუბმა ბოლო ათწლეულის ყველაზე პოპულარული ვიდეო დაასახელა. ეს პუერტორიკოელი მუსიკოსების, ლუის ფონსისა და დედი იანკის ჰიტის Despacito კლიპია, რომელსაც ამ დროისთვის ვიდეოპლატფორმაზე რეკორდული რაოდენობის, 6,56 მილიარდი ნახვა აქვს დაგროვებული.

► სიმღერები, რომლებიც 2019 წელს Google-ში ყველაზე მეტჯერ მოძებნეს

► კლიპები, რომლებმაც 2019 წელს Youtube-ზე ყველაზე მეტი მოწონება დააგროვეს

ლუის ფონსის ალბომში Vida შესული სიმღერა 2017 წლის 12 იანვარს გავრცელდა. ტრეკზე გადაღებული ვიდეორგოლი იუთუბზე ამავე დღეს აიტვირთა. სიმღერამ 47 ქვეყნის ჩარტებში დაიკავა პირველი პოზიცია, ექვს ქვეყანაში კი ჰიტ-აღლუმის ათეულში მოხვდა. ტრეკის რემიქს ვერსია, რომელშიც კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი მონაწილეობს, ლათინური დუეტის Los del Río ჰიტის Macarena შემდეგ, პირველი ესპანურენოვანი კომპოზიცია გახდა, რომელიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული