Thumbnail

მოუსმინეთ: Kaytranada-მ ახალი ალბომი Bubba გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელმა მუსიკოსმა, ლუის სელესტინმა, სასცენო სახელით Kaytranada, ახალი, რიგით მეორე ალბომი Bubba გაავრცელა. მასში სულ 17 კომპოზიციაა წარმოდგენილი. სტუდიურ ჩანაწერში შესულია კოლაბორაციული ნამუშევრები ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: ფარელ უილიამსი, GoldLink, Kali Uchis, Sir და სხვები. 

ქეითრანადამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი "99.9%" 2016 წელს ჩაეშვა გაყიდვაში. მუსიკალური კარიერის განმავლობაში, არტისტმა ისეთ შემსრულებლებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Beyonce, Rihanna, Missy Elliott, Mobb Deep, Busta Rhymes, The Roots, Talib Kweli და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული