Thumbnail

მოუსმინეთ: Stormzy-მ ახალი ალბომი Heavy Is the Head გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ბრიტანელმა გრაიმ არტისტმა, სთორმზიმ რიგით მეორე ალბომი Heavy Is the Head გაავრცელა. ჩანაწერში სულ 16 კომპოზიციაა წარმოდგენილი, მათ შორის კოლაბორაციული ნამუშევრები ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: ედ შირანი, H.E.R., Burna Boy და სხვები.

► ნახეთ: Stormzy - Own It Ft. Ed Sheeran & Burna Boy

სთორმზიმ მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება რეჩიტატივის კითხვის აგრესიული მანერითა და ენერგიული ინსტრუმენტალებით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო ალბომით Gang Signs & Prayer გახდა, რომელიც დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია. სტუდიური ჩანაწერმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა და რეპერს არაერთი ჯილდოც მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული