Thumbnail

ბილი აილიში: არ მეგონა, რომ მაგარ და საინტერესო ტიპად ჩამთვლიდნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მომღერალი, ბილი აილიში ჟურნალ Billboard-ის დაჯილდოებაზე Women in Music წლის ქალ არტისტად დასახელდა. ამასთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით გამოცემის სპეციალური ნომერი დაიბეჭდა. ინტერვიუში 17 წლის გოგონა გამოტყდა, რომ კარიერის დასაწყისში ნერვიულობდა, როგორ მიიღებდა მას საზოგადოება.

► ნახეთ: ბილი აილიშმა კომპოზიცია Everything I Wanted კონცერტზე პირველად შეასრულა

► ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა ბილი აილიშის სიმღერა When the Party's Over შეასრულა

► ნახეთ: ალიშა ქისმა ბილი აილიშთან ერთად Ocean Eyes შეასრულა

"მახსოვს, როგორ ვღელავდი ჩემს მომავალზე. იმაზე ვნერვიულობდი, რომ, რადგან გოგო ვარ, ხალხი არ ჩამთვლიდა მაგარ და საინტერესო ტიპად. მათ თვალში ძალიან უბრალო და უუნარო გამოვჩნდებოდი. ზოგი ადამიანი მართლაც ასე ფიქრობს. თუმცა, უმრავლესობისგან დადებითი შეფასება და აღიარება მივიღე. ახლა ახალგაზრდა ქალ არტისტებს სხვა თვალით უყურებენ. გამიმართლა, რომ იმ თაობას წარმოვადგენ, რომელიც წესებს არღვევს. ხანდახან ვფიქრობ იმ ხელოვანებზე, რომლებიც გაიზარდნენ ეპოქაში, როცა მხოლოდ ერთი ჟანრი იყო და ყველა ერთნაირად გამოიყურებოდა, ისინი კი ვერაფერს ცვლიდნენ. ეს მტანჯველი უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით მისთვის, ვისაც ცვლილებები სურდა. მიხარია, რომ იმ დროში ვმოღვაწეობ, როცა მეტი თავისუფლებაა და შეზღუდვები არ არსებობს", - ამბობს ბილი.

გამოცემის ფურცლებზე არტისტის სურათებიც დაიბეჭდა. ფოტოგრაფ ჰეზერ ჰაზანის ობიექტივში აილიში Gucci-ს სამოსითა და Heart of Bone-ის სამკაულებით პოზირებს.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული