Thumbnail

მოუსმინეთ: Usher - Don't Waste My Time Feat. Ella Mai

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა არენბი შემსრულებელმა, აშერმა ახალი კომპოზიცია Don't Waste My Time გაავრცელა. ტრეკს ის ბრიტანელ მუსიკოსთან, ელა მეისთან ერთად ასრულებს. ნამუშევრის პროდიუსერები ბრაიან-მაიკლ კოქსი და ჯერმეინ დიუპრი არიან.

აშერ რეიმონდმა მუსიკალური კარიერა 1991 წელს დაიწყო. არტისტს პოპულარობა 1997 წელს გამოშვებულმა, რიგით მეორე ალბომმა My Way მოუტანა. მასში შესულმა სინგლმა Nice & Slow ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. 8 გრემის მფლობელ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული